თბილისში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი
1743233722
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრების განახლების მიზნით, კონკურსს გამოაცხადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ არქიტექტურის სამსახურის უფროსს დაავალა, რომ დაიწყონ შესაბამისი პროცედურები, რათა საკონკურსო წინადადებები მიიღონ.
„თბილისის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრები დიდი ხანია მოძველებულია, რაც ლამაზი ნამდვილად არაა. დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები უნდა იყოს თანამედროვე და განახლებული. ამიტომ, მათ შესაცვლელად, უახლოეს მომავალში ვაპირებთ, გამოვაცხადოთ შესაბამისი კონკურსი. მასში მონაწილეობა სხვადასხვა დაინტერესებულ პირს შეეძლება.
მინდა, დავავალო არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელს, დაიწყეთ შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, პირობები ჩამოაყალიბეთ და როდესაც უკვე მზად იქნებით, საზოგადოებას წარუდგინეთ კონკურსის წესები. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, მიიღოს მონაწილეობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.