შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

ნათურა

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 8 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, ატენის, არეშიძის, დიდიმ მირცხულავას და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის, მელიქ-სურხავის, როსტევანის და ოთხი ათასი მესხის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.