შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

შუქი გრაფიკით

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 1 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კერესელიძის, აგლაძის და გოგოლაურის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაიას, ერისთავის, ანაკლიის და სხულუხიას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, მარშალ გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, თოფურიძის, მაჭავარიანის, გაბაშვილის, სარაჯიშვილის და ემუხვარის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის, სარაჯიშვილის და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბზიანიძის, ჩანტლაძის, მუხაძის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, თელეთის, მოსიძის, ჟორდანიას, ღოღობერიძის, ვირსალაძის, ნიქაბაძის, დავითაიას, გეგეჭკორის, ლომინაძის, ბერუაშვილის, სურგულაძის, ნიშნიანიძის და გოდოლაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების, ნადიკვარის, კრწანისის, ორთაჭალის, ჯაფარიძის, ვოლსკის და კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.