პლატონ იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

პლატონ იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამჯერად, საგზაო სამუშაოები პ. იოსელიანის ქუჩაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 2 900 კვ. მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

სამუშაოებისთვის საბურთალოს რაიონის ბიუჯეტიდან 400 000 ლარია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია "ლ ენდ ლ" ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ადგილზე გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სამუშაოების გამო, პ. იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეზღუდულია. ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელია პარალელური - ნასიძის, ბალანჩივაძისა და ჩაილურის ქუჩების მეშვეობით.

პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.