„ორ მისამართზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება“ - თბილისის მერიის განცხადება

მოძრაობის შეზღუდვა

სანიაღვრე ქსელზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 იანვარს, 00:00 საათიდან 05:00 საათამდე ორ მისამართზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი სააკაძის დაღმართიდან მარჯვენა სანაპიროსკენ ჩამავალ გზაზე; ხოლო დიდუბის რაიონში შეზღუდვა იმოქმედებს დავით აღმაშენებლის გამზირი N193-ის მიმდებარედ საავტობუსო ზოლში. აღნიშნულ მისამართებზე სანიაღვრე ჭების შეცვლას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

თბილისის მერია და „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, - ნათქვამია განცხადებაში