ნახეთ მისამართები, სადაც წყალი 12 საათით შეწყდება

წყალმომარაგება

საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„1-ელ სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ნადარეიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს, 1-ელ სექტემბერს, საღამოს 20:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 1 სექტემბერს, საღამოს 20:00 საათიდან 2 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში - ონიაშვილის ქუჩა N61-87, N64-80, ბუდაპეშტის 1-ელ შესახვევს, ბუდაპეშტის ქუჩა N13-29, N14-44, ლვოვის ქუჩა N81-97, ვაზისუბნის ქუჩა N79-139, N78-138, მეგრელაძის ქუჩას, დელისის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, ნუცუბიძის ქუჩა N1 -47, ,N 2-32, ნადარეიშვილის, კამანის, და ილია აბულაძის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

რა ეღირება დოლარი უქმეებზე

„ვაიმე, ეს რა ცუდი ამბავი გავიგე“ - გლოვობენ 20 წლის გოგოს, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა

31-წლიანი პატიმრობა არაადამიანური მკვლელობისთვის - ცოლის მიერ შეკვეთილი ქმრის მკვლელობის საქმე