ლოტკინის დასახლებაში ლაითურის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლოტკინი

ნაძალადევის გამგეობა სამუშაოებს ლოტკინის დასახლებაში, ლაითურის ქუჩაზე ახორციელებს. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და მოეწყობა ბორდიური, შემდეგ კი დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი.

„მისამართზე გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. იყო გრუნტიანი, დაზიანებული გზის საფარი, რაც პრობლემებს ქმნიდა როგორც ქვეითთა გადაადგილებისას, ისე მსუბუქი ავტომობილებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ტერიტორია სრულად განახლდება, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩათვლით.