„ისწავლე და დასაქმდი“ - ვის შეუძლია ისარგებლოს მერიის ამ პროგრამით

დასაქმება

„ისწავლე და დასაქმდი“ - მუნიციპალურ პროგრამის ანგარიშს ამ წუთებში თბილისის მერი წარადგენს. პროგრამა 2018 წელს ამოქმედდა და მისი მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით სწავლება და დასაქმების ხელშეწყობა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ხორციელდება თბილისში მოქმედი პროფესიული სახელმწიფო კოლეჯებისა და სასწავლო ცენტრების ბაზაზე და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით.

პროგრამაში წარმოდგენილია სამშენებლო, საინჟინრო, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, საფინანსო, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებიდან 50-მდე პროფესიული სპეციალობა.

2018 – 2022 წლებში პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 6 500-მდე მოქალაქემ, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მაღალია და 70%-ს აღემატება შეადგენს. უკვე დასაქმებულია 5 000-ზე მეტი კურსდამთავრებული. პროგრამის პარტნიორი სახელმწიფო კოლეჯებია: ს. ს.ი.პ. კოლეჯში „მერმისი“; ა.(ა)ი. პ. კოლეჯში „იკაროსი“; ს. ს.ი.პ. კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“; ს. ს.ი.პ. კოლეჯში „სპექტრი“ და სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა არის ორი-სამი თვე. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

პროგრამაში მონაწილეობისთვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 2 მარტს და გაგრძელდება 16 მარტის ჩათვლით, სასწავლო პროცესი დაიწყება 20 მარტს. ამ ეტაპზე 1 500-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთვება პროგრამაში, ხოლო 2023-2025 წლებში დაგეგმილია 10 000 მოქალაქის ჩართვა.