1757963975
ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე თბილისობაზე

თბილისობა 2025 გრძელდება. სახალხო დღესასწაული საღამოს გალა კონცერტით დასრულდება, მანამდე კი დედაქალაქის ქუჩებში სპორტული, კულტურული აქტივობები, მუსიკა და თეატრალიზებული წარმოდგენები გრძელდება.
თბილისობის სახალხო დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებიან. ისინი ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურასა და ადგილობრივ პროდუქციას ათვალიერებენ.