GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

წყალი შეწყდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქუჩის N 47-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც დღეს, 11 იანვრის დილის 04:00 საათამდე ნაძალადევის რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„დღეს, 10 იანვარს, ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქუჩის N 47-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 10 იანვარს 16:00 საათიდან, 11 იანვრის დილის 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში: გურამიშვილისა და დადიანის გამზირების ნაწილს, ხევისუბნის, ედისის, გოგაშენის, ახალდაბის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, ნათაძის, ზესტაფონის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, კავთისხევის, მანჯგალაძის, ინწკირველის, ჩხიკვაძის, კახიანის, ხიმშიაშვილის, ლიკანის, სურგულაძის, ქართველიშვილის, ასკურავას, ჭოპორტის, ურიდიას, მიქატაძის, ჭილაიას, მახალდიანის, წიკლაურის, ჯანელიძის, ღრმაღელის, სვანეთის, ბენდელიანის, ცინცაძის, დეპოსა და მიმდებარე ქუჩებსა, ხუდადოვის ქუჩის ნაწილს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,- “,-აღნიშნულია„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

„ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მოსიყვარულედ იყვნენ, ოღონდ სვამდა“ - ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

თბილისში ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცემა, ზოგადი საფრთხეებია: ძლიერი ქარი, წყალდიდობა და მეწყერი“ - სინოპტიკოსის პროგნოზი

VIDEO: „სიგიჟე იყო“... დარბაზი ფეხზე დგას - ნახეთ, სალომე ჭაჭუას და ირლანდიელი მეწყვილის ცეცხლოვანი „ტანგო“