GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

წყალმომარაგება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვაკე-საბურთალოს, გლდანის რაიონებს და სოფელ დიღომს დღეს, 24 მარტს, დღის 12:00 საათიდან 25 მარტის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს.

„24 მარტს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სოფელ წიწამურთან, წყალსადენის მაგისტრალურ მილზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს, 24 მარტს, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 24 მარტს, დღის 12:00 საათიდან 25 მარტის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში - ვაჟა-ფშაველას I, II, III კვარტლებს, V კვარტლის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ასათიანის, ქავთარაძის და ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს, ნუცუბიძის I, II, მიკრორაიონებს და IV მიკრორაიონის ნაწილს, ჩახავას, ბარათაშვილის, გამრეკელის, გურიელის, დელისის, გაზაფხულის, თავხელიძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ძოწის და მიმდებარე ქუჩებს.

სოფელ დიღომში - ჩოხელის, შარაშიძის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონ დე ბაის, გიორგი ბრწყინვალის, ხანძთელის, ჭიაურელის, დიდგორის, გოგებაშვილის, წმინდა ელენე და კონსტანტინეს, ბერი გობრონის, სერგო ზაქარიაძის, ბუაჩიძის, მირზა გელოვანის, ზალდასტანიშვილების და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ძველ ვეძისს, დიღომი 7-ს.

გლდანის რაიონში - ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, კეცხოველის, მაყაშვილის, ავჭალის, ზინკარის და მიმდებარე ქუჩებს.

ქალაქ მცხეთას, წეროვანის დასახლებას, სოფელ ნატახტარს და წიწამურს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.