GWP ინფორმაციას ავრცელებს

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, ზოგიერთ ქუჩას წყალი შეწყვეტილი აქვს. gwp აღდგენის დროს ასახელებს:

ნაძალადევი რაიონი, ჭოლა ლომთათიძის ქ.N18-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 7/26/2024 04:15 დან 7/26/2024 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ლომთათიძის ქუჩას (ხევით) იმერეთის, ჯავის, კოკინაკის, ზედაზნის, დიდი ჯიხაიშის, რიონჰესის, მოლოკოვის, ბენდელიანის გორას, ილურიძე გრუზინსკი, ბეჟანიშვილის ქუჩებს. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 27/07/2024 08:00-მდე.

ნაძალადევის რაიონი, ზღვის უბანი, 3 მკ-რ 2 კვ. N 37 კორპუსთან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/26/2024 10:15 დან 7/26/2024 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზღვის უბნის მე-3 მიკროს მე-2 კვარტლის N 37, 31, 32 ა, 32ბ კორპუსებს.

მთაწმინდის რაიონი, წავკისში, ასათიანის ქუჩის N 15 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/26/2024 11:00 დან 7/26/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: წავკისში- ამაღლების, 9აპრილის, თინა წავკისელის, ლეღათხევის, აღმაშენებლის, თავისუფლების, უძოს, გურამიშვილის, დიდგორის, გორგასლის და ილია ჭავჭავაძის ქუჩებს.

წყნეთი, რუსთაველის ქუჩის N 32 ში სატუმბო სადგურს შეუწყდა ელ.ენერგიის მიწოდება, წყალმომარაგების აღდგენის დრო შეგატყობინებთ მოგვიანებით. წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს; წყნეთში-რუსთაველის ქუჩის N 110-156, N 71- 115, რუსთაველის 9, 10, 11, 12ჩიხები, სუხიშვილები, იფნის ბაღები, კრავეიშვილის ქუჩებს.

დიდუბის რაიონი, დიღმის მასივის მე-2კვ. N 12 კორპუსთან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/26/2024 12:30 დან 7/26/2024 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დიღმის მასივი, 2 კვ. N 12 კორპუსს.

საბურთალოს რაიონი, დოლიძის ქუჩის N 27 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 7/26/2024 13:45 დან 7/27/2024 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვიქტორ დოლიძის N11,13,24, 25, 26,27,28,29 კორპუსებს.

გლდანის რაიონი, ავჭალა 2, სვანეთის ქუჩის N 16 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/26/2024 14:00 დან 7/27/2024 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ავჭალა 2-ში: სვანეთის, ვაჟა ფშაველას, ერეკლე მეორეს, ჭავჭავაძის, რაჭის, დუმბაძის, ნუცუბიძის ქუჩებს.

მთაწმინდის რაიონი , წავკისში, ნეგოს ტყის ქუჩის N 25 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/26/2024 14:30 დან 7/27/2024 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: წავკისში- ნეგოსტყე, დუმბაძე, სააკაძე, ფიროსმანის ქუჩებს.

მთაწმინდის რაიონი. წავკისის სატუმბო სადგურს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება. წყალმომარაგების აღდგენის დროს შეგატყობინებთ მოგვიანებით. წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს; დაბა კოჯორს, დაბა კიკეთს, სოფელ ბეთანიას, კვესეთს და სამადლოს.

კრწანისის რაიონი, სოფ.ფონიჭალა, აღმაშენებლის ქუჩის N 21 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/26/2024 16:30 დან 7/27/2024 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ. ფონიჭალაში: აღმაშენებლის, დადიანის, გურამ პატარაიას, რუსთაველის, გუმისმთის, გოგებაშვილის, ქუთაისის, ბათუმის, კოდორის, რიწის, ოჩამჩირის, ანჩაბიძის, ეგრისის, ბაგრატის ქუჩებს და გიგანტის გზატკეცილს.

ისნის რაიონი, გიორგი შერვაშიძის ქუჩის N 21 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/26/2024 16:45 დან 7/27/2024 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ხომერიკის, აფანასიევის, შერვაშიძის, ნანეიშვილის, ანწუხელიძის ქუჩებს.