ჯარიმა 200 და 300 ლარია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1785311791
გლდანის გამგეობამ ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი აქამდე არ არსებობდა.
„პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ამის შემდეგ კი დაიგება ასფალტის საფარი. ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რადგან წვიმიან ამინდში გადაადგილება ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მერის განცხადებით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბორდიურიც.