პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელი ტაქსის კომპანიასთან მომხდარ ინციდენტს იხსენებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადახდა.
ახალგაზრდა ქალი წერს, რომ უცხოელ პარტნიორებთან ერთად იმყოფებოდა და მძღოლი აგრესიით გამოირჩეოდა.
„საშინელი გამოცდილება მივიღე დღეს. ვიმყოფებოდი ბათუმში, საქმიან შეხვედრაზე და ჩემს (იმედია) მომავალ ბიზნეს პარტნიორთან ერთად გადმოვფრინდი დროის დაზოგვის მიზნით.
ბილეთის ღირებულება იყო 125 ლარი და მოიცავდა ნატახტრიდან თბილისამდე ტრანსპორტირებას, თუმცა, ჩამოსვლისას მოვიდა მინივენი 7-კაციანი და 15 ადამიანის დატევას აპირებდნენ ამ მანქანაში ფეხზე დგომით, რაზეც უარი განვაცხადე და დავრჩით უდაბურ ადგილზე და ამაოდ ვცდილობდი სხვადასხვა კომპანიების ტაქსის გამოძახებას.
როგორც იქნა, „იანდექსის“ ტაქსი დათანხმდა. მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი და ჩაჯდომისთანავე მეუბნება, რომ „ვაიმე, რა ცუდია ბარათით გადახდა რომ გაქვს მითითებული ეგ ახლა არ მერიცხება და ფული არ მაქვს ბენზინი რომ ჩავასხაო და გააუქმე და ქეშად მომეციო“.
რა თქმა უნდა, დავთანხმდი. გაუქმების 5 ლარი ჩამომეჭრა და მიუხედავად მაგისა, იგივე თანხა მივეცი რაც ეკუთვნოდა.
უცებ მოსდის ახალი შეკვეთა და „ვა, შეკვეთა მომივიდა“ და დათანხმებას დააჭირა. მეთქი, დაურეკე ახლა, უთხარი გააუქმოს, გაუგებრობა რომ არ შეიქმნას-თქო.
რატო გავაუქმო წავიყვანოთო. მეღადავები მეთქი? არა რას გეღადავები, ცოდოა წავიყვანოთო.
ვერ ხედავ მეთქი უცხოელი სტუმარი რომ მიზის გვერდით-თქო? გამოშტერდება კაცი ეგ რო ვუთხრა-თქო. მიდი შენ უთარგმნე, იქნებ დათანხმდესო. კიდევ გავუმეორე, რომ არ მინდა და მორჩა.
ამის შემდეგ გახდა ძალიან აგრესიული და პირდაპირ მეუბნება მსგავს სიტყვებს: „შენ ხარ ძალიან ბოროტი, საზიზღარი ადამიანი, შენ მშიერმა პური რო გთხოვოს არ მოუტეხავ, დარწმუნებული ვარ 20 თეთრს არ გაიმეტებ ვინმესთვის, საშინელი ვიღაც ხარ, გული მერევა შენნაირებზე....“
ვეცადე დამემშვიდებინა და მეთქი ფული თუ გჭირდება, ანგარიში მომე და მე დაგირიცხავ, გული რომ არ დაგწყდეს ვიღაცის არ წამოყვანაზე-თქო. ამ დროს სიჩქარეს მოუმატა ძალიან და კინაღამ წინ მყოფ მანქანას შევასკდით. მიუხედავად იმისა, რომ რუკა ჰქონდა ჩართული, რამდენჯერმე გზა აერია და მე მეკითხებოდა ახლა საით წავიდეო და ადრიფტავებდა შუა ქუჩაზე.
ვთხოვე, რომ ფრთხილად ეტარებინა და ამაზე უკვე გინება დამიწყო, ვინ ჩემი ფეხები ხარ, რომ მასწავლიო.
ყბა ჩამომივარდა გაოგნებისგან.
ვუთხარი, რომ ძალიან ზედმეტი მოგდის მეთქი და ზედმეტი შენ მოგდის, საერთოდ რომ წამოგიყვანეთ და ახლა სიცივეში არ აგდიხართ, მადლობელი იყავიო.
ფხიზელი ხარ მეთქი? ამაზე უფრო გააგრესიულდა. აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაც ნარკოტიკული ჰქონდა მიღებული.
რომ მივხვდი სიტუაციას ვეღარ ვაკონტროლებდი და დიდი ალბათობა იყო, ავარიაში მოვხვედრილიყავით, ვუყვირე, გააჩერე მეთქი, რაზეც რეაქცია იყო - ვსო, ვჩუმდები, ბოდიშითო და უფრო მოუმატა სიჩქარეს.
ათჯერ გავუმეორეთ, რომ გაეჩერებინა და როგორც იქნა სადღაც ავტობანზე ჩამოგვსვა და მანქანას ფოტოს რო ვუღებდი ფეხები არავინ მომჭამოსო თუ რაღაც მსგავსი მომაძახა. ახლა მითხარით რა ვუყო? ასე უნდა შერჩეს?“ - წერს მოქალაქე.