გაფრთხილება! წყალი 8 საათით შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

წყალმომარაგება

 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

,,ხვალ, 27 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, თ.მუჯირიშვილის ქ. N12ა-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 27 ივნისს 11:00 საათიდან  27 ივნისის 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

ისნის რაიონში:

ბაბის ხევის (მუჯირიშვილის), შილდის, ბეღლეთის, კაიშაურის, ჟონეთის, კიკეთის, ნიაბის,ცისკრის,ბზიფის, სომხეთის, მრევლიშვილს ფშავის, კვესეთის, ნაქერალას, სათემო, აბულის, კვალეთის, ახალუბნის და შაქრიანის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

VIDEO: დიასას, ნიკას და ირაკლის მიმართვა გულშემატკივრებს

VIDEO: „უმაგრესი გოგოა“, „აჩი არ ბერდება“ - მაკა ზამბახიძე და აჩიკო მეფარიძე ექსპრომტად აცეკვდნენ

რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა საქართველოში - სპეციალისტების შეფასებები და პროგნოზები