1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 და 12 დეკემბერს, ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, 10 დეკემბერს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: მაღაროსკარი, ჩარგალი, თვალივი, კაწალხევი, ხარტიშო და მიმდებარე სოფლებში. 17:45 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ქვემო არტანი, ახალსოფელი, დულუზაურები და მიმდებარე სოფლებში.
12 დეკემბერს, 15:00 საათიდან 15:30 საათამდე აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, ნარეკვავის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, ღართიკარის და მიმდებარე ქუჩებზე. 15:30 საათიდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნატახტარი, მისაქციელი, წიწამური, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში.
მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.