1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ ხუთ ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ოჯახებიდან ოთხი მათგანი ჩუღურეთში, ხოლო ერთი - სამგორში ცხოვრობს.
„2017 წელს, წინასაარჩევნოდ თბილისის მოსახლეობას დავპირდით, რომ დაკანონების პროგრამას წამოვიწყებდით. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში და გარკვეული მიზეზების გამო, მას ვერ იკანონებდნენ. საუბარია იმ საცხოვრებელ ფართებზე, რომელიც სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო. დღეის მდგომარეობით, 2 700-მა ოჯახმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით. კიდევ ხუთ ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართი, მათგან ოთხს ჩუღურეთში, ხოლო ერთს სამგორში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, რაიონულ გამგეობებს მიმართონ.
„ვისაც ანალოგიური პრობლემა გაწუხებთ, უნდა მიმართოთ იმ რაიონის გამგეობებს, სადაც ცხოვრობთ. გამგეობის თანამშრომლები აგიხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო აღნიშნული პროგრამით სარგებლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.