1733221566
ამ ქუჩებზე წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„30 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქ. N19-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 30 ნოემბრის 23:30 საათიდან 1 დეკემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში:
ზანდუკელის N1-17(კენტებს); N2-26 (ლუწებს); ივანე კერესელიძის N1-7 (კენტებს); N2-8 (ლუწებს); თორაძის (ზანდუკელის ჩიხი); კოსტავას N14 და ჭოველიძის N4 ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.