ამ ქუჩებზე შუქი მთელი დღით ჩაქრება - ჩამონათვალი

შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 8 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), მარუაშვილის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, წინამძღვრიშვილის, გოგოლის, სურამის, ნინოშვილის და ფოცხვერაშილის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, წინანდლის, კასპის, ივერიელის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, მოსაშვილის, თაქთაქიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის, გაბაშვილის, მუხაძის, ფალიაშვილის, აბაშიძის, ტაბიძის, დარიალის, რიგის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის(ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, მოსაშვილის, თაქთაქიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის, გაბაშვილის, მუხაძის, ფალიაშვილის, აბაშიძის, ტაბიძის, დარიალის, რიგის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, სოლომონ მეორის, ნიშნიანიძის და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, ჯანჯღავას, ქერჩის, ხიზანიშვილის, ბელქანიას, მაისურაძის და ბაბილოძის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სხვა სიახლეები:

VIDEO: „ავედი სცენაზე უკმაყოფილო სახით...“ - ნინო ჩხეიძემ შეცდომით უცხო ადამიანის ქორწილში იმღერა

ძლიერი ქარი და წვიმა - სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ

ამ მცენარეულ საკვებს, შეუძლია დაგიცვათ გულისა და ალცჰაიმერის დაავადებისგან - ახალი კვლევა