ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები

ნათურა

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 18 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე:

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელის, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კაკლიანის, გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი -3 II მიკრორაიონის და ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, სანაპიროს და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, თოფურიძის და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.