25 სექტემბერს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი გაითიშება

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 25 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის, ბახტრიონის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, დედაენის პარკის, ორბელიანის მოედნის, ორბელიანის, გოგჩას, სულხანიშვილის, შოთა ნიშნიანიძის, ათონელის, სანაპიროს, ტელეგრაფის, ფურცელაძის, ბარათაშვილის და ფხოვის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ცოტნე დადიანის და სერგი ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ახმეტის, მუკუზანის, ვაჟა ივერიელის, ხახანაშვილის, ჩიხლაძის, თელავის, გუთნის, ნიორაძის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ქურხულის, წინანდლის და ჩეხოვის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თენგიზ აბულაძის, კავსაძის, არაყიშვილის, ვარაზის, ირაკლი აბაშიძის, ყიფშიძის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის, შოვის, გაბაშვილის და ლევან მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.