დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
დემოკრატიის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება არა პიროვნებებზე, არამედ აწყობილ, გამართულ სისტემაზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა გეკა გელაძის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სისტემა გამართულად მუშაობს და დამოკიდებული არ არის პიროვნებებზე.
„იმას, თუ ვაფასებთ, კადრების ცვლილება რამდენად მოქმედებს სახელმწიფო უწყებებზე, იმ შედეგებიდან უნდა ამოვიდეთ, უწყება როგორ მუშაობს. როდესაც ვხედავთ, რომ უწყება გამართულად მუშაობს, ნებისმიერი იმ პირის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც ამ უწყებას ხელმძღვანელობდა, ე.ი. სისტემა გამართულად მუშაობს და სისტემა დამოკიდებული არ არის პიროვნებებზე. ამიტომ, თუ კონკრეტულმა პირმა გადაწყვეტა და თანამდებობა დატოვა, ეს მისი გადაწყვეტილებაა.
უწყების საქმიანობის ხარისხიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ თუ ვნახავთ, რომ კადრების ცვლილება ნეგატიურად მოქმედებს და უწყება თავის საქმეს ვეღარ ასრულებს, შეიძლება, რელევანტური იყოს ამ კითხვის დასმა, მაგრამ უწყება გამართულია, სისტემა მუშაობს, სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობენ. ეს დემოკრატიის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება არა პიროვნებებზე, არამედ აწყობილ გამართულ სისტემაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.