დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
სალომე უშხვანის დედა, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ბლოგერი სოციალურ ქსელში წერს.
„ის შიში ამიხდა, რასაც წლები ვატარებდი! ქალი, რომელიც ჩვენთვის ცხოვრობდა მხოლოდ, გუშინ ხელებში ჩამაკვდა! ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ჰქონია ლაღი ცხოვრება, მარტო დედა მახსოვს, არ მახსოვს ქალი, რომელსაც საკუთარი თავისთვის მოეცალა! ვერასდროს ვიქნები ისეთი კარგი დედა და ადამიანი, როგორც დედაჩემი! ამდენწლიანი ბრძოლა დასრულდა! მიყვარხარ ჩემო სამუდამო ტკივილო! ეს სამყარო რომ სამართლიანი იყოს, შენ ყველაზე დიდხანს და უდარდელად უნდა გეცხოვრა!! სულ იმაზე ვბრაზდებოდი, რანაირად იყო ასეთი კარგი და მიამიტი! სიბოროტის მარცვალი არ იყო! ჩემი სიყვარულის დედა!“ - წერს უშხვანი.