1766497440
საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელ ადგილზეა კვარა Fourfourtwo-ს რეიტინგში
ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ FourFourTwo-მ ტრადიციული ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. მისმა ექსპერტებმა დაასახელეს მარცხენა გარემარბები, რომლებიც მათი შეფასებით, 2025 წლისთვის მსოფლიოში საუკეთესოები არიან.
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-ში მოხვდა. „კვარა“ რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს და ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ჩამორჩება, „ბარსელონაში“ მოთამაშე რაფინიაა.
„ტრებლი პარი სენ-ჟერმენთან ერთად და სკუდეტოს მორიგი მედალი ერთ სეზონში? ცუდი ნამდვილად არ არის… საქართველოს ოქროს ბიჭუნას, ხვიჩა კვარაცხელიას, ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე ასვლა ის მოვლენაა, რასაც ევრო 2024-ის მაყურებელთა უმრავლესობა ველოდებოდით და ვვარაუდობდით, რომ მოხდებოდა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორი კვარაცხელია ორივე ფეხით ერთნაირად კარგად თამაშობს და ნამდვილი კოშმარია, როდესაც შენ წინააღმდეგ მოდის...“
განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე











