„სახლს ჩამოვალ, რომ ისლამს ვერ მოუგებს“ - პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა

ილია

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, პედი პიმბლეტი დარწმუნებულია, რომ ილია თოფურიას ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ შანსი არ აქვს. „ბედიმ“ „ელ მატადორზე“ კარლოს კონტრერას ლეგასპისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ თოფურია ეგრევე საჩემპიონო ჩხუბის მიღებას არ იმსახურებს.

„ვინ უნდა იყოს ისლამ მახაჩევის მომდევნო მეტოქე? არმან ცარუკიანი. მიუხედავად იმისა, რაც ბოლოს მოხდა, ცარუკიანი სატიტულო ორთაბრძოლა სიმსახურებს. თუ ილიას ჩემპიონობა უნდა, არმანს უნდა ეჩხუბოს და ქამრის მთავარი პრეტენდენტი გახდეს. თოფურიას წინააღმდეგ ოქტაგონზე სიამოვნებით გავიდოდი. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ის დამაფინიშებს და ა.შ, მაგრამ საბრძოლო სტილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მისთვის უხერხული სტილი მაქვს.

ილია არ იმსახურებს, მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი ეგრევე მიიღოს. ქვემსუბუქ წონაში ქამარი მხოლოდ ერთხელ დაიცვა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის გაექცა. მოსამზადებლად საკმარისი დროის მქონე ვოლკი საერთოდ სხვა ცხოველია და ჩემი აზრით, მახაჩევთან განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ვოლკანოვსკის თოფურიასთან ასე მალე არ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ეს გააკეთა, რადგან მეომარია...“

განაგრძე კითხვა