როგორ იქცა კვარაცხელია ვარსკვლავად | BBC-იმ ხვიჩას სტატია მიუძღვნა

კვარა ბიბისი

„მოკრძალებული დასაწყისი, რონალდუ და NBA — როგორ იქცა ხვიჩა კვარაცხელია ვარსკვლავად“, - ეს ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, BBC-ის სტატიის სათაურია.

მისი ავტორი, გუილემ ბალაგი, „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ გარემარბზე ვრცლად წერს და მკითხველს მას ახლოდან აცნობს. „ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ ტალანტად დაიმკვიდრა თავი. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს, მაგრამ მოედნის მიღმა აბსოლუტურად სხვანაირია.

25 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ცხრა მატჩში 7 საგოლე მოქმედება მიითვალა (4 გოლი, 3 საგოლე გადაცემა), რითაც ის ამ ტურნირზე პსჟ-ის საუკეთესო ბომბარდირია და ყველაზე მეტი საგოლე მოქმედებაც აქვს. მერვედფინალში მოქმედი ჩემპიონის მეტოქე ჩელსია — კლუბი, რომელმაც წარსულში მისი გაფორმება სცადა.

„ვთვლი, რომ უბრალო ადამიანი ვარ. ვცდილობ თავმდაბალი ვიყო, ოჯახის წევრების მოსაზრებები გავითვალისწინო და ყოველთვის მახსოვდეს, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ“, — ეს ხვიჩას სიტყვებია და მოდით, მის მიერ გავლილი გზა დეტალურად განვიხილოთ.

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე