რა მოხდა 2 ივნისს სანაპიროზე, რა დროსაც მანქანა მტკვარში გადავარდა - გამოძიების ვერსია
1780689098
გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებას ეხმაურება და სპეციალურ სტატიაში აღნიშნავს, რომ ქართველმა შემტევმა მეტსახელი - „კვარადონა“ გაამართლა და ამასთან, ოქროს ბურთის მოგების მთავარი პრეტენდენტია.
რა წერია სტატიაში:
ჩემპიონთა ლიგა დასრულდა და ლუის ენრიკეს „პსჟ“-მ ტიტული წარმატებით დაიცვა. შესაბამისად, ახლა დროა, უეფამ მიმდინარე გათამაშების ჯილდოების გაცემა დაიწყოს. ტურნირის MVP-ის ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა, რომელმაც ამ სტატუსით თავისი თანაგუნდელი, უსმან დემბელე შეცვალა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მომავალი „ოქროს ბურთის“ მოგების აშკარა პრეტენდენტია... მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია. „თუნდაც გოლი ვერ გავიტანო ან საგოლე პასი ვერ გავაკეთო, არ ვდარდობ, სანამ გუნდს ვეხმარები. მე ყოველთვის გუნდისთვის ვთამაშობ,“ — აღიარა მან ფინალის შემდეგ.