1770063167
„მოვიგეთ, მაგრამ არ ვიცი, იყო თუ არა დამსახურებული“ - ენრიკე სტრასბურგთან მატჩზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად „სტრასბურგს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ქართველ შემტევს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ჩემპიონთა ლიგის დასვკნით ტურში მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა 10-დღემდე იუქმებს.
„სტრასბურგთან“ გამარჯვების შემდეგ, ლუის ენრიკემ განვლილი შეხვედრა ფრანგ ჟურნალისტებთან შეაფასა.
რა თქვა ენრიკემ:
იყო თუ არა ეს გამარჯვება ხასიათის დამსახურება?
„დიახ. მაგრამ მატჩი რომ წაგვეგო, ეს იმას ნიშნავდა, რომ ხასიათი არ გვქონდა? ჩვენ გაგვიმართლა და მოვიგეთ მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ეს შეუძლებელი იყო. უკვე სამი წელია ვაჩვენებთ, რომ მებრძოლი გუნდი ვართ. დღეს დიდად ზუსტები არ ვიყავით. ძალიან სუსტი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. მეორე ნახევარში თამაში გავაუმჯობესეთ და მეტოქის ნახევარზე კონტროლი დავამყარეთ. „სტრასბურგს“ ვულოცავ – ძალიან კარგი გუნდია, ახალგაზრდა მოთამაშეებით, რომლებიც ძალიან მომწონს. ჩვენ მოვიგეთ, თუმცა არ ვიცი, იყო თუ არა ეს დამსახურებული. ჩვენთვის ეს გამარჯვება ძალიან კარგია.“










