1769975663
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ფიფას პრეზიდენტის განცხადებაზე: 679 უკრაინელი გოგონა და ბიჭი ვეღარასდროს შეძლებს ფეხბურთის თამაშს, რუსეთმა ისინი მოკლა - მორალურად დეგრადირებული ადამიანები კი აკრძალვების მოხსნის ინიციატივით გამოდიან
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებას რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების შესაძლო მოხსნაზე.
„679 უკრაინელი გოგონა და ბიჭი ვეღარასდროს შეძლებს ფეხბურთის თამაშს - რუსეთმა ისინი მოკლა.
ის [რუსეთი] განაგრძობს კიდევ უფრო მეტის მკვლელობას, მაშინ როცა მორალურად დეგრადირებული ადამიანები აკრძალვების მოხსნის ინიციატივით გამოდიან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ომი არ შეუწყვეტია.
მომავალი თაობები ამას ისეთსავე სირცხვილად მიიჩნევენ, როგორიც 1936 წლის ოლიმპიადა იყო“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.










