1770671781
მიქაუტაძის სუპერმატჩი - ქართველი ბომბარდირის გოლს პლუს ასისტი
„ვილიარეალმა“ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურში საკუთარ სტადიონზე „ესპანიოლი“ დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი გიორგი მიქაუტაძემ შეიტანა. „ყვითელი სუბმარინას“ 25 წლის ქართველმა ფორვარდმა ეფექტური გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა შეასრულა და მასთან ორთაბრძოლაში მეტოქე გუნდის ორმა ფეხბურთელმა მიიღო ყვითელი ბარათი.
35-ე წუთზე მასპინძლები სწორედ მიქაუტაძემ დააწინაურა - ბიუქენენის თავური პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მიუვიდა ბურთი, რომელიც კატალონიელების კარში აკრობატულ ნახტომში გადაგზავნა და „ესტადიო სერამიკას“ პუბლიკა აღფრთოვანებაში მოიყვანა.
"ზუსტად ექვს წუთში დაბნეულმა სტუმრებმა კიდევ ერთი ბურთი მიიღეს საკუთარ კარში სალინასის ავტოგოლის შედეგად, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში ნიკოლას პეპეს გოლიც მოჰყვა. 55-ე წუთზე კი, მიქაუტაძემ დასარტყმელ პოზიციაზე მოლეირო გაიყვანა, რომელმაც თანაგუნდელს გარჯა დაუფასა და ქართველმა აქტივში ასისტიც ჩაიწერა.











