„მას მერაბის დამარცხება შეუძლია“ - სეხუდოს ახალი ვარიანტი

მერაბ დვალიშვილი

სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლები უპირობო ლიდერისა და ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის დამარცხებით სრულიად უსაფუძვლოდ ხან თავად იმუქრებიან, ხან კი სხვა სპორტსმენების სახით გამოძებნიან ვარიანტებს და საჯაროდ აცხადებენ, რომ ქართველი „მანქანის“ ძლევა სრულიად შესაძლებელია. ზუსტად ასე მოიქცა ჰენრი სეხუდო, რომელმაც ორიოდე დღის წინ ჯერ თავად განაცხადა, რომ დვალიშვილთან რემატჩზე უარს არ იტყოდა, ახლა კი დაასახელა ის მებრძოლი, ვისაც მერაბთან მოგება შეუძლია.

რას ამბობს სეხუდო:

„სენდჰეგენს დვალიშვილის დაჩოქება პოტენციურად ნამდვილად შეუძლია. მისი ლეტალური მუხლი, რომლის დემონსტრირებაც ფრენკ ედგართან ბრძოლაში მოახდინა, პრობლემებს კიდევ ბევრ მეტოქეს შეუქმნის...“

განაგრძე კითხვა