1743621172
კვარას გოლი და ზურიკოს ასისტი - პსჟ-მ სენტ-ეტიენი გაანადგურა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი სენტ-ეტიენს ესტუმრა და მარტივად 6:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველ ფეხბურთელს კარგი მატჩი ჰქონდა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და თავი ზურიკო დავითაშვილის დიდებული საგოლე პასით სტასინმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის მიწურულს გონსალუ რამუშმა პენალტის ნიშნულიდან წონასწორობა აღადგინა.
მეორე ნახევარი კი მთლიანად პარიზელების იყო. 50-ე წუთზე ხვიჩამ ეფექტური გოლით პსჟ დააწინაურა.