თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს - რა დეტალები ვრცელდება
1743622209
გუშინ, საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში ქართული დერბი შედგა. ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 1:6 დამარცხდა.
ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ორივე მათგანმა საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. ზურიკო დავითაშვილმა თავისი გუნდის ერთადერთ გოლში საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც „სენტ-ეტიენი“ დაწინაურდა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მეორე ნახევრის დებიუტში, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ბრწყინვალე გოლი გაიტანა და პარიზული გუნდი წინ გაიყვანა. დავითაშვილი მოედნიდან 63-ე წუთზე გავიდა, ხვიჩა კი ლუის ენრიკემ 64-ე წუთზე შეცვალა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემებმა ქართველი ფეხბურთელების თამაში სხვადასხვაგვარად შეაფასეს.
ზურიკო დავითაშვილი:
L’equipe – 3 ქულა: სენტ-ეტიენის ბრწყინვალე კონტრშეტევის შემდეგ, მარცხენა ფლანგზე შექმნილ სივრცეში ბურთი მიიღო, რომელიც მაშინვე თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ ჩააგდო და შედეგად, ანგარიშიც გაიხსნა. 40-ე წუთზე მისი ბრწყინვალე მოქმედების შემდეგ შეიძლებოდა ანგარიშის ორამდე გაზრდა, მაგრამ სტასინმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. მეორე ნახევარში ვერაფერი შემოგვთავაზა და საბოლოოდ, 63-ე წუთზე მოედანიც დატოვა...