ახალი თაღლითური სქემა, ბანკომატების გამოყენებით
1756844042
ევრობასკეტის მერვედფინალში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 80:70 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა ჯიკიჩმა:
„საოცარი მატჩი იყო ბრწყინვალე გუნდის წინააღმდეგ. მადლობა საფრანგეთს ასეთი მაღალი დონის თამაშისთვის. როცა ვუყურებ იმ შემადგენლობას, რომელსაც ვძლიეთ, ნათლად ჩანს, რაოდენ ძლიერი გუნდია. მინდა აღვნიშნო, რომ პირველივე წუთიდან მზად ვიყავით მსგავსი ტიპის შეხვედრისთვის და საბოლოოდ გამარჯვებაც მოვიპოვეთ...“