1693764619
ილიასთან ჩხუბი? რატომაც არა - ჰოლოუეის კომენტარი და დენა უაითის პასუხი

MMA-ის მებრძოლი მაქს ჰოლოუეი UFC 318-ზე BMF ქამრის დაცვის შემდეგ ილია თოფურიასთან შესაძლო ბრძოლაზე საუბრობს. მისი თქმით, მას სურს „მატადორთან“ შერკინება, თუმცა ყველაფერი UFC-ის გადასაწყვეტია.
ჰოლოუეის განცხადებით:
„ეს სპორტი მომენტებზეა დამოკიდებული. მიხარია, რომ დღეს აქ ვიდექი და დასტინის ბოლო ნაბიჯებს ვიზიარებდი. დღეს ეს მომენტი მქონდა, შემდეგ კი ვნახოთ, იქნება თუ არა მომდევნო მეტოქე ილია. ვნახოთ, რა მოხდება. ფაქტია, რომ ბურთი UFC-ის მოედანზეა. ნებისმიერთან ვიჩხუბებ და თუ შემდეგი ილია იქნება, დაე, იყოს ილია...“