„ილია პირველი იქნება, ვინც ამას შეძლებს“ - ურაია ფეიბერმა თოფურიაზე ისაუბრა

 „ილია პირველი იქნება, ვინც ამას შეძლებს“ - ურაია ფეიბერმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და დიდების დარბაზის წევრმა, ურაია ფეიბერმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მოსაზრებით, პირველი მებრძოლი, რომელიც სამი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდება, სწორედ „მატადორი“ იქნება.

რას ამბობს ფეიბერი:

„ფსონს ილია თოფურიაზე ჩამოვიდოდი. მისი უნარებისა და იმ გიჟური ძალის გათვალისწინებით, რომელსაც ის ფლობს, ილია სწორედ ის ბიჭია, ვისი სიმძლავრეც ზედა წონით კატეგორიებში უპრობლემოდ გადაჰყვება. ჩვენ ვხედავთ, როგორ თიშავს მეტოქეებს ქვემსუბუქ და მსუბუქ წონით დივიზიონებში და მჯერა, რომ მისი მუშტები ასეთივე ეფექტური იქნება ქვესაშუალო და საშუალო წონებშიც...“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე