1692302192
გამარჯვება პენალტების სერიაში | სპაერი ფინალში დილას შეხვდება

საქართველოს სუპერთასის მეორე ნახევარფინალში, ერთმანეთს „სპაერი“ და „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა.
მატჩის 42-ე წუთზე, „ტორპედოს“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაიდო და ერიკ პიმენტელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. პენალტის ნიშნულთან საბა გეგიაძე მივიდა, მაგრამ დარტყმა ვერ გამოიყენა. დარჩენილ დროში, „სპაერს“ მომენტები ჰქონდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა - 0:0.