1750362602
„ეს პენალტი არ იყო“ - მამარდაშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი

ლა ლიგის მორიგ ტურში ვალენსია ალავესს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილს დიდებული მატჩი ჰქონდა, თუმცა შეხვედრის 75-ე წუთზე პენალტი აიკიდა, რომელიც ძალიან საკამათო იყო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა კარის დარაჯმა ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მამარდაშვილი:
„არ მესმის და ვერც გავიგებ. ეს პენალტი არ იყო. ეს ალავესის ფეხბურთელებმაც მითხრეს. ძალიან ნათელია, რომ პენალტი არ იყო. ვნახე ვიდეო ჩანაწერი და ეს პენალტი არ არის...“

ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750524420