„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1757365535
ევრობასკეტის მერვედფინალში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 80:70 დაამარცხა. შედეგად, ჩვენმა ქვეყანამ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევრობასკეტის 1/4 ფინალში თამაშის უფლება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგმა კალათბურთელებმა საქართველოსთან მარცხი შეაფასეს და იმედგაცრუება ვერ დამალეს.
ელი ოკობო:
„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. 40 წუთის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე წუთით ვითამაშეთ დიდი ინტენსივობით. ქართველები ჩვენზე ბევრად მონდომებულად თამაშობდნენ. ვიცით, რომ როდესაც შეტევაში წარმატებას ვერ აღწევ, დაცვა გიწევს, რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებთ. მაგრამ ამჯერად, მათ ბევრი მარტივი ბურთის გათამაშების შესაძლებლობა მივეცით, ისინი კი თავდაჯერებულები იყვნენ და თავიანთი თამაშის დემონსტრირებას ახდენდნენ, იმის მიუხედავად, რომ ზუსტად ვიცოდით, რაც უნდა გაეკეთებინათ. საკმარისად ძლიერები არ ვიყავით...“