ალექსანდრე თოფურია: „თუ გალიაში ომი მომიწევს, ამისთვისაც მზად ვარ“

ალექსანდრე თოფურია: „თუ გალიაში ომი მომიწევს, ამისთვისაც მზად ვარ“

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ, რომელიც UFC-ში სადებიუტო ჩხუბისთვის ემზადება, Sport-სთან ინტერვიუში მოსამზადებელ პროცესზე და თავის მეტოქეზე, კოლბი თიქნესზე ისაუბრა.

ალექსანდრე თოფურია:

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მომეცა ასეთი შესაძლებლობა - ვემზადები ჩემს გუნდთან, ჩემს ახლო გარემოცვასთან ერთად. პროფესიონალების გუნდი გვყავს, ამიტომ წონის კლებაც კარგად მიდის.

კოდი ჰადონთან ჩხუბი უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე დებიუტანტ კოლბი თიქნესთან? არასოდეს იცი, რა იქნება უფრო რთული. მოცემულობა ასეთია, რომ კოლბი თიქნესს ვეჩხუბები - ესაა ჩემი ამოცანა. თიქნესს წაგება არ აქვს, ისიც დებიუტანტია UFC-ში, ამიტომ მინდა მივულოცო მას კონტრაქტის გაფორმება.

განაგრძე კითხვა