როგორია ლუკა ლოჩოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
1742555851
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში უკონტროლოდ გავრცელებული კორონავირუსის შემთხვევების შესახებ აბსოლუტურად არასწორი და გადაჭარბებულია.
„დღეს ვაქცინაციის ყველაზე მაღალი და კარგი მაჩვენებლები არის პენიტენციურ სამსახურში, როგორც თანამშრომლებს შორის, ასევე მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს შორის. ეს ქმნის დაცვის კარგ გარანტიას. ბუსტერ დოზების ადმინისტრირირებაც დაწყებულია და 3 ათასზე მეტ პირს აქვს მიღებული ბუსტერ დოზა. ინფიცირებული პირების მართვისთვის სამოქალაქო სექტორში შექმნილია შესაძლებლობები, ეს არის „ვივამედი“ და ნანეიშვილის სახელობის ცენტრი, სადაც შექმნილია ერთი სპეციალური კორპუსი და ინფიცირებული პირების იზოლაცია ხდება იქ.
აქამდე დაფიქსირებული ყველა შემთხვევა იყო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. მიმდინარე პერიოდშიც პენიტენციური სამსახური აბსოლუტურად მართავს სიტუაციას, ინფორმაცია იქ გავრცელებული უკონტროლო შემთხვევების შესახებ აბსოლუტურად არასწორი და გადაჭარბებული. მოგიწოდებთ, ნუ აყვებით ამ არასწორ ინფორმაციას“, - განაცხადა გაბუნიამ.