ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
ექიმები მოსახლეობას კოვიდრეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. საახალწლო პერიოდში გაზრდილი მობილობის გამო, სპეციალისტები მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ. საქართველოში ახალი შტამი ძალებს იკრებს - ამ ეტაპზე, დადასტურებულია „ომიკრონის“ 147 შემთხვევა.
კვლევების თანახმად, კორონავირუსის ამ ვარიანტს გაცილებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, თუმცა, ექიმები რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას - პირველი ის, რომ აღნიშნული კვლევები ჩატარდა ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ვაქცინირებულია. ამას გარდა, საფრთხეები უცვლელი რჩება რისკჯგუფებისთვის, რის გამოც კლინიკური სექტორის გადატვირთვას მოსალოდნელია.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტლების ამუშავება გახდეს აუცილებელი.
„თუ ინფიცირების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, გაიზრდება 3-4-ჯერ, როგორც იმ ქვეყნებში, სადაც უკვე ეს სტატისტიკა გვაქვს, ეს გამოიწვევს ჰოსპიტალური შემთხვევების მატებას. თუ ეს მატება თუნდაც იმის მსგავსი იქნა, როგორც ინფიცირების შემთხვევებია, მაშინ შესაძლებელია, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების გამოყენება აუცილებელი გახდეს.“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბიძე მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ აცრა იცავს ვირუსის მძიმე ფორმისგან და, შესაბამისად, ჰოსპიტალურ სექტორს - გადატვირთვისგან.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა; ვირუსს ემსხვერპლა 37 ადამიანი.