საქართველოში კორონავირუსის კვლავ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

კორონა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის   8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათივე ცნობით, კოვიდ-19-ს კიდევ  43 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 545  პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 54 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ  4 500.