გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
დღეს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი 2021 წლის ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ სამხედრო პირებს მომავალი წლიდან ხელფასი გაეზრდებათ.
სამხედროებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, იანვრიდან ხელფასების დამატებით ზრდა იგეგმება – დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისთვის 20%-ის, ხოლო მაღალი რგოლისთვის 10%-ის ოდენობით.
‘ხელფასების ზრდა შეუქცევადი გახდება და რა თქმა უნდა, ეს წლების განმავლობაში სისტემატიურად გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანოთ თავდაცვის კოდექსშიც.” – აღნიშნა პრემიერმა.