შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
საქართველოში ამ დროისთვის უმეტესად „ომიკრონის“ შტამია გავრცელებული. სპეციალისტები რამდენიმე ხნით ადრე საუბრობდნენ, რომ მან „დელტა“ შტამი ჩაანაცვლა.
ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი გიორგი კავკასიძე იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ ხდება ზუსტად შტამის დადგენა.
„ვირუსის შტამის დადგენა ზუსტად ხდება მხოლოდ ერთი მეთოდით, რომელსაც ჰქვია ახალი თაობის სეკვენირება. ეს არის მოლეკულური მეთოდი, მაღალ ტექნოლოგიური და ძვირიანი. ერთი რეაქცია ამ მეთოდით გრძელდება 48 საათი და მინიმუმ 150 დოლარი ღირს. ამის გაკეთება კომერციული მიზნით თითქმის შეუძლებელია. ამას აკეთებენ ლუგარის ცენტრში, თუმცა ყოველდღე ამას ვერ გააკეთებენ, რათა ფინანსურად საქართველოს ამის საშუალება არ აქვს.
აქედან გამომდინარე, მუტაციების თანაფარდობა ზუსტად არ ვიცით და ვარაუდის დონეზე ვიცით, რომ უმეტესობა ალბათ არის „ომიკრონი“, თუმცა არც ის დელტა და დელტა პლუსი არსად არ წასულა, ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომ არის 8-დღიანი იზოლაცია, გონივრულია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი შტამი გვაქვს. მაღალი რისკის ჯგუფებში „ომიკრონი“ იგივე გართულებებს იწვევს, რასაც იწვევდა დელტა და ჩინური შტამი“, - აცხადებს ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი „იმედის“ ეთერში საუბრისას.