წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მანანა გიორგობიანი სასამართლოს მოლოდინშია.
გამოძიების ინფორმაციით, ორ ნოემბერს, ბრალდებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს, რის შემდეგაც დაუკავშირდა ნაცნობს, რომელიც ადგილზე რამდენიმე პირთან ერთად მივიდა. მათ, მარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით ქუჩაში გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.