როდის იქნება კოვიდის მაქსიმალური მატება ქვეყანაში და როდის გადაივლის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში კორონავირუსის გავრცელების ტენდენციას აფასებს და აცხადებს, რომ არსებული ვითარება რეგულაციების შემოღების აუცილებლობას არ იძლევა.

ქვეყანაში შემთხვევების მატებასთან ერთად, ცერცვაძე ამბობს, რომ მოვლენები საყურადღებოა, თუმცა კოვიდი დღეს ისეთ პრობლემას არ წარმოადგენს, როგორსაც 2 წლის წინ, ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ჯანდაცვის სფერომ ვირუსი უკვე აითვისა. 

ცერცვაძე განმარტავს, რომ საქართველოში კორონავირუსის პიკი სექტემბრისთვის არის მოსალოდნელი. 

- როდის გადაივლის ქვეყანა კორონავირუსის პიკს?

ჩემი მოსაზრებით, კორონავირუსის მაქსიმალური მატება იქნება სექტემბერში. მგონია, რომ ეს იქნება ზომიერი ტალღა და არ იქნება იმის მსგავსი, რაც გამოვიარეთ წინა ორ წელიწადში. შემთხვევების რაოდენობა იქნება ზომიერი, ხოლო გარდაცვალების - მინიმალური.

სრული ინტერვიუ იხილეთ აქ: