1726689256
რა ზომებს მიიღებს ქვეყანა „ომიკრონის“ წინააღმდეგ - ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური შეხვედრა მიმდინარეობს
რა ზომებს მიიღებს ჯანდაცვის სისტემა „ომიკრონის“ გამოწვევების საპასუხოდ - ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სპეციალისტებს ხვდება - განიხილავენ გაუარესებულ ეპიდვითარებას.
შეხვედრა უკვე 2 საათზე მეტია გრძელდება. სავარაუდოდ, ექსპერტებს ექნებათ რამდენიმე რეკომენდაცია ჯანდაცვის მინისტრთან, მათ შორის, ერთ-ერთი შესაძლოა იყოს იზოლაციისა და კარანტინის ვადების შემცირება, ასევე პედიატრიული საწოლების მატება.
„ომიკრონის“ გამო, არასრულწლოვნების ჰოსპიტალიზაციამ ქვეყანაში დაახლოებით 20%-ით მოიმატა.