დამტკიცებულია, რომ კოვიდი მამაკაცების დაახლოებით 5%-ში იმპოტენციას იწვევს - გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტის გიორგი ფხაკაძის თქმით, უკვე კვლევებით დასტურდება, რომ კოვიდი მამაკაცების ნაწილში უშვილობას იწვევს. მანვე აღნიშნა, რომ ამ ყველაფერზე ჯერ კიდევ 1 წლის წინ საუბრობდა.

„შარშან ვთქვი, ხალხო, სანამ კოვიდი დაგემართებათ, ბავშვი გააკეთეთ მეთქი. ვაქცინების ამბავი არ ვიცი, მაგრამ სანამ დაგემართებათ დროზე გააკეთეთ ბავშვი, რა იცი, რა ხდებათქო და ამაზე ატყდა ამბავი, ფხაკაძემ თქვა, ვაქცინა უშვილობას იწვევსო. სხვათაშორის, უკვე კვლევები არის, დამტკიცებულია, რომ კოვიდი მამაკაცების დაახლოებით ხუთ პროცენტში იმპოტენციას იწვევს და ღრმა მკურნალობაა საჭირო.

მკვლევარებმა ლაბორატორიაში ჩაატარეს კვლევა და აგერ არის შედეგი. ამასაც ვერ გებულობენ, ჩემზე გაბრაზებულები იყვნენ, რას ჰქვია მე კოვიდი გადავიტანე და მამაკაცი არავარო? რავიცი, მე იმ 10 პროცენტში მოხვდები თუ 90-ში? ეს მე ვთქვი ერთი წლის წინ და ყველაზე მაგარი იცით რა არის? ის ადამიანები, რომლებიც მე მაკრიტიკებდნენ, ახლა თვითონ დებენ სტატიებს, რომ თურმე ეს გამრავლებაზე მოქმედებსო, სასაცილოა“, - განაცხადა ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.