გერმანიაში კორონავირუსის პანდემიის ახალ ტალღას ელოდებიან

ომიკრონი

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა კარლ ლაუტენბახმა განაცხადა, რომ ქვეყანას შემოდგომა-ზამთარში კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღა ელოდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების მოლოდინის გამო გერმანიის ქალაქებისა და თემების კავშირმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ კორონავირუსის სწრაფი ტესტები ქვეყანაში კვლავ უფასო გახდეს. ახლა ის მხოლოდ რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის არის უფასო. სხვებს კი ტესტის გასაკეთებლად 3 ევროს გადახდა მოუწევთ.

გერმანიაში შექმნილია 18 ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი, რომელმაც უნდა დაადგინოს, თუ რომელი შეზღუდვები იყო ეფექტიანი კორონავირუსის პანდემიის 2,5 წლის განმავლობაში, მათ შორის პირბადის ტარების წესი, კომენდანტის საათი და სხვ.

ექსპერტების ამ დასკვნის მიხედვით შემუშავდება შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც კოვიდპანდემიის ახალი ტალღის შემთხვევაში იქნება შემოღებული.